Grupo Pastor
ესპანური დეველოპერული კომპანია Grupo Pastor 2000 წელს დაარსდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა ესპანეთში ფეშენებელური ვილებისა და სახლების მშენებლობას მოიცავს. Grupo Pastor-ის საერთაშორისო განყოფილება სპეციალიზებულია გოლფის კლუბებთან ინტეგრირებული ელიტური საცხოვრებელი უბნების დაპროექტებასა და ურბანულ განვითარებაში. კომპანიის სავიზიტო ბარათი დეტალური სიზუსტით გათვლილი, უმაღლესი ხარისხის, სრულყოფილი პროდუქტია. Grupo Pastor-ის პროფესიონალთა გუნდის ზედამხედველობით მიმდინარეობს „პრიმერა გოლფკლუბის“ დაპროექტება, მშენებლობა და განვითარების სტრატეგიის შემუშავება.